ძაღლების ინტელექტზე პოსტის დაწერა კარგა ხანია მინდოდა, მაგრამ გავითვალისწინე რა ჩემს ბლოგზე განთავსებული გამოკითხვის შედეგები, ჯერ ციმბირულ ჰასკის დავუთმე ჩემი ყურადღება და ახლა ამ პოსტის ჯერიც დადგა 🙂
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რომელი ჯიშის ძაღლები ითვლებოდა ყველაზე ჭკვიან ჯიშად და აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე ისეთი ჯიში გავიდა, ადრე რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მეც ასე თუ ისე გავთვითცნობიერდი ძაღლის ბევრ ჯიშთან დაკავშირებით. ასე, რომ თანამიმდევრულად მივყვები პოსტს და დარწმუნებული ვარ, თქვენც დაგაინტერესებთ თუ რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი, რომელი ნაკლებად ჭკვიანი და რომელი – წვრთნას პრაქტიკულად დაუქვემდებარებელი.
თუკი კითხულობთ ჩემს პოსტებს, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას იმას, რომ თითქმის ყველა პოსტში ნახსენებია, თუ რომელ ადგილს იკავებს ესა თუ ის ძაღლის ჯიში ინტელექტის მხრივ. წყაროდ კი სტენლი კორენის წიგნი – ”ძაღლების ინტელექტი”-ა აღებული. სწორედ ამ წიგნს მინდა მივუძღვნა დღევანდელი პოსტი.
”ძაღლების ინტელექტი” (The Intelligence of Dogs) წარმოადგენს კანადაში, კერძოდ კი ვანკუვერში არსებული ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, სტენლი კორენის (Stanley Coren) წიგნს ძაღლების ინტელექტზე. აღნიშნული წიგნი 1994 წელს გამოიცა და ხსნის კორენის თეორიებს ინტელექტის სხვადასხვაობის შესახებ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლებში. წიგნის მეორედ გამოცემა მოხდა 2006 წელს.
კორენი თავის წიგნში განსაზღვრავს ძაღლის ინტელექტის 3 ასპექტს:
1) ინსტინქტური ინტელექტი (Instinctive Intelligence)
2) ადაპტირებადი ინტელექტი (Adaptive Intelligence)
3) სამუშაო და მორჩილებითი ინტელექტი (Working and Obedience Intelligence)
ინსტინქტური ინტელექტი ეხება ძაღლის შესაძლებლობას, შეასრულოს ის დავალებები, რისთვისაც ის იქნა გამოყვანილი, მაგალითად: პირუტყვის მწყემსვა, სხვადასხვა ნივთის მოტანა, დარაჯობა ან უბრალოდ კომპანიონობის გაწევა ადამიანისათვის.
ადაპტირებადი ინტელექტი განსაზღვრავს ძაღლის შესაძლებლობას, თავად გადაჭრას სხვადასხვა პრობლემა.
სამუშაო და მორჩილებითი ინტელექტი კი მიუთითებს ძაღლის შესაძლებლობაზე, ისწავლოს სხვადასხვა რამ ადამიანებისაგან.
მეთოდი:
ძაღლების სხვადასხვა ჯიშის ინტელექტის მიხედვით კატეგორიებად დასაყოფად წიგნი ფოკუსირებას ახდენს სამუშაო და მორჩილებით ინტელექტზე. ძაღლის ინტელექტის განსაზღვრისათვის ავტორმა საფუძვლად აიღო 2 კრიტერიუმი: ახალი ბრძანების გაგება და ამ ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე. სტენლი კორენმა თხოვნით მიმართა ამერიკისა და კანადის კენელ კლუბების მსაჯებს ძაღლების მორჩილებაში, რათა შეეფასებინათ ძაღლის სხვადასხვა ჯიშები ზემოაღნიშნული ორი კრიტერიუმის მიხედვით და პასუხად მიიღო 199 შეფასება, რომლის საფუძველზეც მან შეადგინა სია. ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც არაა აღიარებული ამერიკული თუ კანადური კენელ კლუბის მიერ (როგორიცაა მაგალითად ჯეკ რასელ ტერიერი) არაა შესული კორენის მიერ შედგენილ სიაში.
თავად კორენის აღიარებით, ამ შკალის ნაკლად ითვლება მისი ძლიერი დამოკიდებულება ძაღლის დამჯერობისა და მის მიერ ბრძანების შესრულების შესაძლებლობებზე (მაგალითად, მუშა და მომსახურე ძაღლები) და ასევე სუსტი კავშირი გაგებისადმი (მაგალითად, მონადირე ძაღლები). შედეგად, ძაღლის ზოგიერთი ჯიში თავისი ჯიუტი და დამოუკიდებელი ხასიათის გამო სიაში უფრო მეტად დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა, ვიდრე იგი სინამდვილეშია. ეს ნადვილად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ძაღლები ნაკლებ ჭკვიანები არიან და არ ექვემდებარებიან სწავლებას.
სტენლი კორენი ძაღლის ყველა ჯიშს 6 კატეგორიად ყოფს:
1) 1-10 ძაღლები, სწავლების ბრწყინვალე დონით (Brightest Dogs)
2) 11-26 ძაღლები, სწავლების შესანიშნავი დონით (Excellent Working Dogs)
3) 27-39 ძაღლები, სწავლების საშუალოზე მაღალი დონით (Above Average Working Dogs)
4) 40-54 ძაღლები, სწავლების საშუალო დონით (Average Working/Obedience Intelligence)
5) 55-69 ძაღლები, სწავლების საშუალოზე დაბალი დონით (Fair Working/Obedience Intelligence)
6) 70-79 ძაღლები სწავლების ყველაზე დაბალი დონით (Lowest Degree of Working/Obedience Intelligence)
წიგნის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში გამოყვანილი ძაღლის ჯიშები, როგორც წესი უფრო ჭკვიანები არიან და უფრო ადვილად ექვემდებარებიან წვრთნას, ვიდრე ძველი და დიდი ხნის ცნობილი ძაღლის ჯიშების წარმომადგენლები.
მაშ ასე, ძაღლების პირველი კატეგორია:
- ახალი ბრძანების გაგება: 5-ზე ნაკლები გამეორებით.
- ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 95 % და მეტ შემთხვევაში.
1. ბორდერ კოლი
Border Collie
2. პუდელი
Poodle
3. გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)
German Shepherd
4. ოქროსფერი რეტრივერი
Golden Retriever
5. დობერმან პინჩერი
Doberman Pinscher
6. შოტლანდიური მეცხვარე ძაღლი (შელტი)
Shetland Sheepdog (Sheltie)
7. ლაბრადორ რეტრივერი
Labrador Retriever
8. პაპიონი
Papillon
9. როტვეილერი
Rottweiler
10. ავსტრალიური ნახირის ძაღლი
Australian Cattle Dog
ძაღლების მეორე კატეგორია:
- ახალი ბრძანების გაგება: 5-დან 15-მდე გამეორებით.
- ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 85 % და მეტ შემთხვევაში.
11. უელსური კორგი პემბროკი
Pembroke Welsh Corgi
12. მინიატურული შნაუცერი (ცვერგშნაუცერი)
Miniature Schnauzer (Zwergschnauzer)
13. ინგლისური სპრინგერ სპანიელი
English Springer Spaniel
14. ბელგიური მეცხვარე ტერვიურენი
Belgian Shepherd Tervuren
15. სკიპერკე (შიპერკე)
Schipperke
ბელგიური მეცხვარე გრუნენდალი
Belgian Sheepdog Groenendael
16. კოლი
Collie
კეესჰონდი
Keeshond
17. გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი
German Shorthaired Pointer
18. სწორბეწვიანი რეტრივერი
Flat Coated Retriever
ინგლისური კოკერ სპანიელი
English Cocker Spaniel
სტანდარტული შნაუცერი
Standard Schnauzer
19. ბრეტანი
Brittany
20. კოკერ სპანიელი
Cocker Spaniel
21. ვეიმარანერი
Weimaraner
22. ბელგიური მეცხვარე მალინუა
Belgian Shepherd Dog Malinois
ბერნული მთის ძაღლი
Bernese Mountain Dog
23. პომერანული შპიცი
Pomeranian Spitz
24. ირლანდიური წყლის სპანიელი
Irish Water Spaniel
25. ვიჟლა
Vizsla
26. უელსური კორგი კარდიგანი
Cardigan Welsh Corgi
ძაღლების მესამე კატეგორია:
- ახალი ბრძანების გაგება: 15-დან 25-მდე გამეორებით.
- ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 70 % და მეტ შემთხვევაში.
27. ჩესაპიკური რეტრივერი
Chesapeake Bay Retriever
პული
Puli
იორქშირული ტერიერი
Yorkshire Terrier
28. გიგანტური შნაუცერი
Giant Schnauzer
29. ერდელტერიერი
Airedale Terrier
ბუვიე დე ფლანდრი
Bouvier des Flandres
30. ბორდერ ტერიერი
Border Terrier
ბრიარდი
Briard
31. უელსური სპრინგერ სპანიელი
Welsh Springer Spaniel
32. მანჩესტერული ტერიერი
Manchester Terrier
33. სამოედი
Samoyed
34. მინდვრის (ფილდ) სპანიელი
Field Spaniel
ნიუფაუნდლენდი
Newfoundland
ავსტრალიური ტერიერი
Australian Terrier
ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი
American Staffordshire Terrier
გორდონ სეტერი
Gordon Setter
წვეროსანი კოლი
Bearded Collie
35. კერნ-ტერიერი
Cairn Terrier
კერი ბლუ ტერიერი
Kerry Blue Terrier
ირლანდიური სეტერი
Irish Setter
36. ნორვეგიული ელკჰაუნდი
Norwegian Elkhound
37. აფენპინჩერი
Affenpinscher
ავსტრალიური სილკი-ტერიერი
Australian Silky Terrier
მინიატურული პინჩერი
Miniature Pinscher
ინგლისური სეტერი
English Setter
ფარაონის ძაღლი
Pharaoh Hound
ქლამბერ-სპანიელი
Clumber Spaniel
38. ნორიჯ-ტერიერი
Norwich Terrier
39. დალმაციელი (დალმატინელი)
Dalmatian
ძაღლების მეოთხე კატეგორია:
- ახალი ბრძანების გაგება: 25-დან 40-მდე გამეორებით.
- ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 50 % და მეტ შემთხვევაში.
40. რბილბეწვიანი ხორბლისფერი ტერიერი
Soft-coated Wheaten Terrier
ბედლინგტონ ტერიერი
Bedlington Terrier
ფოქსტერიერი (რბილბეწვიანი)
Fox Terrier (Smooth)
41. ხუჭუჭბეწვიანი რეტრივერი
Curly Coated Retriever
ირლანდიური ვულფჰაუნდი
Irish Wolfhound
42. კუვასი
Kuvasz
ავსტრალიური მეცხვარული ძაღლი
Australian Shepherd
43. სალუკი
Saluki
ფინური შპიცი
Finnish Spitz
პოინტერი
Pointer
44. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი
Cavalier King Charles Spaniel
გერმანული უხეშბეწვიანი პოინტერი
German Wirehaired Pointer
შავ-ყავისფერი კუნჰაუნდი
Black and Tan Coonhound
ამერიკული წყლის სპანიელი
American Water Spaniel
45. ციმბირული ჰასკი
Siberian Husky
ბიშონ ფრიზე
Bichon Frise
კინგ ჩარლზ სპანიელი (იგივე ინგლისური თოი სპანიელი)
King Charles Spaniel (Same as English Toy Spaniel)
46. ტიბეტური სპანიელი
Tibetan Spaniel
ინგლისური ფოქსჰაუნდი
English Foxhound
ოტერჰაუნდი
Otterhound
ამერიკული ფოქსჰაუნდი
American Foxhound
გრეიჰაუნდი
Greyhound
უხეშბეწვიანი პოინტინგ გრიფონი
Wirehaired Pointing Griffon
47. ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი
West Highland White Terrier
შოტლანდიური დიარჰაუნდი
Scottish Deerhound
48. ბოქსიორი
Boxer
გერმანული დოგი
Great Dane
49. ტაქსა
Dachshund
სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)
Staffordshire Bull Terrier (Staffie)
50. ალასკური მალამუტი
Alaskan Malamute
51. უიპეტი
Whippet
ჩინური შარ-პეი
Chinese Shar Pei
უხეშბეწვიანი ფოქსტერიერი
Wire Fox Terrier
52. როდეზიული რიჯბეკი
Rhodesian Ridgeback
53. იბიცური მწევარი
Ibizan Hound
უელსური ტერიერი
Welsh Terrier
ირლანდიური ტერიერი
Irish Terrier
54. ბოსტონ ტერიერი
Boston Terrier
აკიტა
Akita
ძაღლების მეხუთე კატეგორია:
- ახალი ბრძანების გაგება: 40-დან 80-მდე გამეორებით.
- ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 30 % და მეტ შემთხვევაში.
55. სკაი ტერიერი
Skye Terrier
56. ნორფოლკ ტერიერი
Norfolk Terrier
სილიემ ტერიერი
Sealyham Terrier
57. მოპსი
Pug
58. ფრანგული ბულდოგი
French Bulldog
59. ბრიუსელის გრიფონი
Griffon Bruxellois (Brussels Griffon)
მალტესი
Maltese
60. იტალიური გრეიჰაუნდი
Italian Greyhound
61. ჩინური ქოჩორა ძაღლი
Chinese Crested
62. დენდი დინმონ ტერიერი
Dandie Dinmont Terrier
პატარა ვანდეური ბასეტ გრიფონი
Petit Basset Griffon Vendéen
ტიბეტური ტერიერი
Tibetan Terrier
იაპონური ხინი
Japanese Chin
ლეიკლენდ ტერიერი
Lakeland Terrier
63. ძველინგლისური მეცხვარული ძაღლი
Old English Sheepdog
64. დიდი პირენეელი
Great Pyrenees
65. შოტლანდიური ტერიერი
Scottish Terrier
სენბერნარი
Saint Bernard
66. ბულტერიერი
Bull Terrier
67. ჩიხუახუა
Chihuahua
68. ლასა აპსო
Lhasa Apso
69. ბულმასტიფი
Bullmastiff
ძაღლების მეექვსე და ბოლო კატეგორია:
70. ში ცუ
Shih-Tsu
71. ბასეტ ჰაუნდი
Basset Hound
72. მასტიფი
Mastiff
ბიგლი
Beagle
73. პეკინესი
Pekingese
74. ბლადჰაუნდი
Bloodhound
75. ბორზოი
Borzoi
76. ჩაუ ჩაუ
Chow Chow
77. ბულდოგი
Bulldog
78. ბასენჯი
Basenji
79. ავღანური მწევარი
Afghan Hound
პოსტის დასასრული ! 🙂
წყარო: ვიკიპედია