პეკინესი

დღეს გადავწყვიტე, ძაღლის იმ ჯიშზე დამეწერა პოსტი, რომელიც ძალიან ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და ბევრს უყვარს და ჰყავს კიდეც. ვაღიარებ, სკოლის პერიოდში ვფიქრობდი ამ ძაღლის ყოლაზე, თუმცა მისი გრძელი და ფუმფულა ბეწვის მოვლა საკმაოდ შრომატევადი და რთულია. თან გამიგია, ეს ძაღლი თავისებური ხასიათით გამოირჩევა და მხოლოდ ერთი ადამიანის ამორჩევა და შეყვარება იცისო. მოკლედ, წარმოგიდგენთ პეკინესს:

პეკინესი

პეკინესი

ძაღლის ჯიში:                                    პეკინესი

სხვა სახელი:                              pekingese-lion dog                                                                                                                                                                                  ლომისებრი ძაღლი                                                                                                                                                                                ჩინური სპანიელი                                                                                                                                                                                  Pelchie Dog                                                                                                                                                                                                Peking Palasthund                                                                                                                                                                                 北京犬                                                                                                                                                                                                            宮廷獅子狗                                                                                                                                                                                                  京巴

მეტსახელი:                                           პეკი

წარმომავლობა:                                ჩინეთი

ფერი:                                          ოქროსფერი, წითური, შავ-ყავისფერი,                                                                                                                                         კრემისფერი, რუხი, შავი, თეთრი

ბეწვის ტიპი:                             ორმაგიგრძელი, უხეში, ხშირი და სწორი

სიმაღლე:                                                15 – 23 სმ

წონა:                                           3,2 კგ – 6,4 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა:    12 – 15 წელი

წარმოშობის ისტორია:

პეკინესი 2000 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა ჩინეთში, ანტიკურ ეპოქაში და მთელი ამ წლების განმავლობაში დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. როგორც ბოლო ხანების დნმ-ის ანალიზი ცხადყოფს, პეკინესი ძაღლის ერთ-ერთ უძველეს ჯიშს მიეკუთვნება და მგლისაგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ გენეტიკურად დაშორებულ ჯიშს წარმოადგენს.

საუკუნეების განმავლობაში, ამ პატარა ცხოველებს მხოლოდ ჩინეთის იმპერატორის სასახლეში ჰქონდათ დადებული ბინა და დიდგვაროვნების საყვარელი კალთის ძაღლები იყვნენ. მათ სპეციალურად მათთვის განწესებული საჭურისები უვლიდნენ, ხოლო პეკინესის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა.

ძაღლის ამ ჯიშის სახელი ჩინეთის დედაქალაქს – პეკინს (აწ უკვე ბეიჯინგს) უკავშირდება, სადაც აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 禁城; ნიშნავს “მეწამულ აკრძალულ ქალაქს”) არის განთავსებული. იგი მდებარეობს ბეიჯინგის ცენტრში და მინის და ცინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

მეორე ოპიუმის ომის (The Second Opium War) დროს (ინგლის-საფრანგეთის ომი ჩინეთის წინააღმდეგ, 1856 – 1860 წწ), 1860 წელს, ბეიჯინგის ძველი საზაფხულო სასახლე ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალების კონტიგენტმა დაიკავა. იმპერატორი სიანფენი (Xianfeng) მთელი თავისი სამეფო კარითურთ ჩენდეში (Chengde) გაიქცა, თუმცა მისი მოხუცი დეიდა ქალაქში დარჩა. როდესაც ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები სასახლეში შევიდნენ, მან თავი მოიკლა. მისი ცხედარი 5 პეკინესთან ერთად აღმოაჩინეს, რომლებიც პატრონის სიკვდილს გლოვობდნენ. ისინი მოკავშირეებმა სასახლიდან გაიყვანეს მანამ, სანამ ძველი საზაფხულო სასახლე დაიწვებოდა და მიწასთან გასწორდებოდა. 

ლორდმა ჯონ ჰეიმ წაიყვანა პეკინესების ერთი წყვილი და აჩუქა თავის დას, ველინგტონის ჰერცოგინიას. სერ ჯონ ფიცროიმ წაიყვანა პეკინესების მეორე წყვილი და აჩუქა თავის ბიძაშვილებს – რიჩმონდისა და გორდონის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას. ლეიტენანტმა დანმა კი მეხუთე პეკინესი  ინგლისის დედოფალ ვიქტორიას უსახსოვრა, რომელმაც ძაღლს ლუთი დაარქვა. 

ცინების დინასტიის იმპერატორმა ქალმა – დოვაგერ ცისიმ პეკინესები აჩუქა რამოდენიმე ამერიკელს, მათ შორის ჯონ პირპოინტ მორგანსა და ელის ლი რუზველტ ლონგვორტს – თეოდორ რუზველტის ქალიშვილს, რომელმაც ძაღლს მანჩუ დაარქვა.

პეკინესი ცნობილია ასევე, როგორც ”სახელოს ძაღლი”, რადგან თავისი პატარა ზომის გამო მისი დამალვა თავისუფლად შეიძლებოდა ჩინელი დიდგვაროვნის ფართო სახელოში. ძველად ამ ჯიშს ერქვა ლომისებრი ძაღლი, რაც სახის გარშემო შემოვლებული ხშირი ფაფრის გამო ეწოდა.

ლეგენდები პეკინესზე:

პეკინესზე არსებობს ორი ისტორია. პირველი და ყველაზე ცნობილი არის ამბავი ლომსა და ანთარზე (ერთგვარი მაიმუნი):

ლომსა და მაიმუნს (ანთარს) ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ლომი ძალიან დიდი იყო, ამიტომ იგი წავიდა ბუდასთან და თავის გასაჭირზე შესჩივლა. ბუდამ ნება დართო ლომს, დაპატარავებულიყო მაიმუნის ზომამდე და შედეგად გაჩნდა პეკინესი. ლეგენდის თანახმად, პეკინესმა თავისი დიდებულება და ბეწვი ლომისაგან, ხოლო მოუქნელი სიარული მაიმუნისაგან მიიღო.

მეორე, ნაკლებად ცნობილი ისტორია ლომზე და პეპელაზეა:

ლომს შეუყვარდა პეპელა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ სხვაობა თავიანთ ზომებს შორის ძალიან დიდი იყო, ამიტომ ორივენი წავიდნენ ბუდას სანახავად, რომელმაც ამ ორი არსების ზომები შეუსაბამა ერთმანეთს და გაასაშუალოა. აქედან გაჩნდა პეკინესი.

ქცევა და ხასიათი:

პეკინესი გულადი, გაბედული და ერთგული, მაგრამ ჯიუტი და თავნება ძაღლია. იგი შესანიშნავი კომპანიონია უფროსი ასაკის ადამიანებისათვის, თუმცა შეუფერებელია ისეთი სახლისათვის, სადაც უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. ძაღლის ეს ჯიში შესაძლოა აგრესიული იყოს სხვა ცხოველებისა და მასზე დიდი ძაღლების მიმართ, თუმცა პატრონის მტკიცე ხელის შემთხვევაში, იგი ისწავლის ვინაა უფროსი. პეკინესი ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გასაწვრთნელი ჯიშია, თუმცა შესაძლებელია მისი გაწვრთნა, თუკი იგი ძალიან გიყვართ და მასაც უყვარხართ. ეს ძაღლი თქვენთვის ყველაფერს გააკეთებს , თუ საჭირო იქნება სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი თქვენთვის იბრძოლებს. პეკინესი დიდი ძაღლია პატარა ზომაში. მას ძალიან უყვარს, როდესაც პატივისცემით ექცევიან და ყურადღებას აქცევენ და მისდამი სხვაგვარ მოპყრობას არ მიიღებს.

მოვლა:

პეკინესს თავისი გრძელი და ფუმფულა ბეწვის გამო ხანგრძლივი და გულმოდგინე მოვლა სჭირდება. ძაღლის ამ ჯიშს ბეწვი უხვად სცვივა, ამიტომ საჭიროა მისი ორმაგი ბეწვის ყოველდღიური ვარცხნა. საჭიროა ასევე გრუმერთან ვიზიტი 2-3 თვეში ერთხელ. ადვილი მოსავლელი რომ იყოს, ხშირად პეკინესს ბეწვს კრეჭენ და ე.წ. ”ლეკვის ვარცხნილობას” (ინგ: Puppy Cut) უკეთებენ.

დამატებით ზრუნვას მოითხოვს ძაღლის უკანა კიდურების ბეწვი, რომელიც ხშირად ჭუჭყიანდება და ითელება. ბეწვი რეგულარულად გაასუფთავეთ შამპუნით; ყოველდღე გაუწმინდეთ სახე და თვალები წკირზე დახვეული ბამბის ტამპონით; შეუმოწმეთ თათები და მოაცილეთ მიკრული ბირკები ან წკირები. 

პეკინესს ხანგრძლივი სიარული და ბევრი ვარჯიში არ სჭირდება. მისთვის რეგულარული ხანმოკლე გასეირნებაც საკმარისია. ნუ ავარჯიშებთ სიცხეში, რადგან შეიძლება მზის დაკვრა მიიღოს. ნუ შეაჩვევთ შეხტომას, რადგან ეს იწვევს მალათაშუა დისკების თიაქარს.

ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე პეკინესის წონასაც. წონაში მომატება მასზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ მოერიდეთ მისთვის ზედმეტი საკვების მიცემას.

ჯანმრთელობა:

პეკინესს ახასიათებს შემდეგი დაავადებები:

გულის კონგესტიური უკმარისობა – მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით შეასრულოს გადატუმბვის მოქმედება, რათა შენარჩუნდეს სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში. მას შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის შემოკლება, ფეხების გასივება და ფიზიკური ვარჯიშების შესრულების უუნარობა. 

თვალის დაავადებები

ძაღლის ამ ჯიშს თავისი ამომჯდარი, დიდი თვალების გამო ხშირად მექანიკური დაზიანებები აღენიშნება; რქოვანაზე წყლული უჩნდება, რაც მხედველობის დაზიანებას იწვევს.

მშრალი კერატოკონიუქტივიტი (თვალის სიმშრალე) – მდგომარეობა, რომლის დროსაც რქოვანაზე არსებული ცრემლის აპკი არ არის საკმარისი რაოდენობით, რათა მოხდეს რქოვანას სრულფასოვანი დატენიანება.

პროგრესირებადი რეტინალური ატროფია – რეტინის პროგრესირებადი დეგენერაცია (რეტინა წარმოადგენს თვალის ნაწილს, რომელიც აღიქვამს სინათლეს და ხელს უწყობს მხედველობას).

კანის ალერგია (და დერმატიტი)

ძაღლის ეს ჯიში ბრაქიცეფალურია და გააჩნია ასევე სუნთქვის პრობლემები თავისი გაბრტყელებული, მოკლე ცხვირის გამო. ამიტომ არ უნდა მოხდეს პეკინესის გარეთ დატოვება, რადგან მისთვის ძნელია სხეულის ტემპერატურის დარეგულირება ზედმეტად ცხელ ან ცივ ამინდში.

თავისი გრძელი ზურგის გამო, პეკინესს შესაძლოა აღენიშნებოდეს ზურგის დაზიანებები. აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის ხელში აყვანის წესს, რათა მოხდეს ზურგისათვის საყრდენის შექმნა: ერთი ხელი ძაღლს მკერდქვეშ უნდა მოვკიდოთ, ხოლო მეორე კი – მუცელზე.

DSC_0111

პეკინესი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250-დან 400 ლარამდე მერყეობს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge)

გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე პეკინესის შესახებ და ასევე პეკინესის, სახელად ჯორჯიას გაკეთებულ სასაცილო ილეთებს.

წყარო:                   ვიკიპედია 

                               პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)

                               პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები

                               დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი

ძაღლის ინტელექტი

ძაღლების ინტელექტზე პოსტის დაწერა კარგა ხანია მინდოდა, მაგრამ გავითვალისწინე რა ჩემს ბლოგზე განთავსებული გამოკითხვის შედეგები, ჯერ ციმბირულ ჰასკის დავუთმე ჩემი ყურადღება და ახლა ამ პოსტის ჯერიც დადგა 🙂

ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რომელი ჯიშის ძაღლები ითვლებოდა ყველაზე ჭკვიან ჯიშად და აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე ისეთი ჯიში გავიდა, ადრე რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მეც ასე თუ ისე გავთვითცნობიერდი ძაღლის ბევრ ჯიშთან დაკავშირებით. ასე, რომ თანამიმდევრულად მივყვები პოსტს და დარწმუნებული ვარ, თქვენც დაგაინტერესებთ თუ რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი, რომელი ნაკლებად ჭკვიანი და რომელი –  წვრთნას პრაქტიკულად დაუქვემდებარებელი.

puppy_grad

თუკი კითხულობთ ჩემს პოსტებს, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას იმას, რომ თითქმის ყველა პოსტში ნახსენებია, თუ რომელ ადგილს იკავებს ესა თუ ის ძაღლის ჯიში ინტელექტის მხრივ. წყაროდ კი სტენლი კორენის წიგნი – ”ძაღლების ინტელექტი”-ა აღებული. სწორედ ამ წიგნს მინდა მივუძღვნა დღევანდელი პოსტი.

”ძაღლების ინტელექტი” (The Intelligence of Dogs) წარმოადგენს კანადაში, კერძოდ კი ვანკუვერში არსებული ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, სტენლი კორენის (Stanley Coren) წიგნს ძაღლების ინტელექტზე. აღნიშნული წიგნი 1994 წელს გამოიცა და ხსნის კორენის თეორიებს ინტელექტის სხვადასხვაობის შესახებ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლებში. წიგნის მეორედ გამოცემა მოხდა 2006 წელს.

კორენი თავის წიგნში განსაზღვრავს ძაღლის ინტელექტის 3 ასპექტს:

1) ინსტინქტური ინტელექტი (Instinctive Intelligence) 

2) ადაპტირებადი ინტელექტი (Adaptive Intelligence) 

3) სამუშაო და მორჩილებითი ინტელექტი (Working and Obedience Intelligence)

ინსტინქტური ინტელექტი ეხება ძაღლის შესაძლებლობას, შეასრულოს ის დავალებები, რისთვისაც ის იქნა გამოყვანილი, მაგალითად: პირუტყვის მწყემსვა, სხვადასხვა ნივთის მოტანა, დარაჯობა ან უბრალოდ კომპანიონობის გაწევა ადამიანისათვის.

ადაპტირებადი ინტელექტი განსაზღვრავს ძაღლის შესაძლებლობას, თავად გადაჭრას სხვადასხვა პრობლემა.

სამუშაო და მორჩილებითი ინტელექტი კი მიუთითებს ძაღლის შესაძლებლობაზე, ისწავლოს სხვადასხვა რამ ადამიანებისაგან.

მეთოდი:

ძაღლების სხვადასხვა ჯიშის ინტელექტის მიხედვით კატეგორიებად დასაყოფად წიგნი ფოკუსირებას ახდენს სამუშაო და მორჩილებით ინტელექტზე. ძაღლის ინტელექტის განსაზღვრისათვის ავტორმა საფუძვლად აიღო 2 კრიტერიუმი: ახალი ბრძანების გაგება და ამ ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე. სტენლი კორენმა თხოვნით მიმართა ამერიკისა და კანადის კენელ კლუბების მსაჯებს ძაღლების მორჩილებაში, რათა შეეფასებინათ ძაღლის სხვადასხვა ჯიშები ზემოაღნიშნული ორი კრიტერიუმის მიხედვით და პასუხად მიიღო 199 შეფასება, რომლის საფუძველზეც მან შეადგინა სია. ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც არაა აღიარებული ამერიკული თუ კანადური კენელ კლუბის მიერ (როგორიცაა მაგალითად ჯეკ რასელ ტერიერი) არაა შესული კორენის მიერ შედგენილ სიაში.

თავად კორენის აღიარებით, ამ შკალის ნაკლად ითვლება მისი ძლიერი დამოკიდებულება ძაღლის დამჯერობისა და მის მიერ ბრძანების შესრულების შესაძლებლობებზე (მაგალითად, მუშა და მომსახურე ძაღლები) და ასევე სუსტი კავშირი გაგებისადმი (მაგალითად, მონადირე ძაღლები). შედეგად, ძაღლის ზოგიერთი ჯიში თავისი ჯიუტი და დამოუკიდებელი ხასიათის გამო სიაში უფრო მეტად დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა, ვიდრე იგი სინამდვილეშია. ეს ნადვილად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ძაღლები ნაკლებ ჭკვიანები არიან და არ ექვემდებარებიან სწავლებას.

სტენლი კორენი ძაღლის ყველა ჯიშს 6 კატეგორიად ყოფს:

1) 1-10 ძაღლები, სწავლების ბრწყინვალე დონით (Brightest Dogs)

2) 11-26 ძაღლები, სწავლების შესანიშნავი დონით (Excellent Working Dogs)

3) 27-39 ძაღლები, სწავლების საშუალოზე მაღალი დონით (Above Average Working Dogs)

4) 40-54 ძაღლები, სწავლების საშუალო დონით (Average Working/Obedience Intelligence)

5) 55-69 ძაღლები, სწავლების საშუალოზე დაბალი დონით (Fair Working/Obedience Intelligence)

6) 70-79 ძაღლები სწავლების ყველაზე დაბალი დონით (Lowest Degree of Working/Obedience Intelligence)

წიგნის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში გამოყვანილი ძაღლის ჯიშები, როგორც წესი უფრო ჭკვიანები არიან და უფრო ადვილად ექვემდებარებიან წვრთნას, ვიდრე ძველი და დიდი ხნის ცნობილი ძაღლის ჯიშების წარმომადგენლები.

მაშ ასე, ძაღლების პირველი კატეგორია:

  • ახალი ბრძანების გაგება: 5-ზე ნაკლები გამეორებით.
  • ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 95 % და მეტ შემთხვევაში.

1. ბორდერ კოლი

Border Collie

ბორდერ კოლი

ბორდერ კოლი

2. პუდელი

Poodle

პუდელი

პუდელი

3. გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

German Shepherd

გერმანული ნაგაზი (ავჩარკა)

გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)

4. ოქროსფერი რეტრივერი

Golden Retriever

ოქროსფერი რეტრივერი

ოქროსფერი რეტრივერი

5. დობერმან პინჩერი

Doberman Pinscher

დობერმან პინჩერი

დობერმან პინჩერი

6. შოტლანდიური მეცხვარე ძაღლი (შელტი)

Shetland Sheepdog  (Sheltie) 

შელტი

შელტი

7. ლაბრადორ რეტრივერი

Labrador Retriever 

ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორ რეტრივერი

8. პაპიონი

Papillon

პაპიონი

პაპიონი

9. როტვეილერი

Rottweiler

როტვეილერი

როტვეილერი

10. ავსტრალიური ნახირის ძაღლი

Australian Cattle Dog

ავსტრალიური მეცხვარე ძაღლი

ავსტრალიური ნახირის ძაღლი

ძაღლების მეორე კატეგორია:

  • ახალი ბრძანების გაგება: 5-დან 15-მდე გამეორებით.
  • ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 85 % და მეტ შემთხვევაში.

11.   უელსური კორგი პემბროკი

Pembroke Welsh Corgi

უელსური კორგი პემბროკი

უელსური კორგი პემბროკი

12. მინიატურული შნაუცერი (ცვერგშნაუცერი)

Miniature Schnauzer (Zwergschnauzer)

მინიატურული შნაუცერი

მინიატურული შნაუცერი

13. ინგლისური სპრინგერ სპანიელი

English Springer Spaniel

ინგლისური სპრინგერ სპანიელი

ინგლისური სპრინგერ სპანიელი

14. ბელგიური მეცხვარე ტერვიურენი

Belgian Shepherd Tervuren

ბელგიური მეცხვარე ტერვიურენი

ბელგიური მეცხვარე ტერვიურენი

15. სკიპერკე (შიპერკე)

Schipperke

სკიპერკე

სკიპერკე (შიპერკე)

ბელგიური მეცხვარე გრუნენდალი

Belgian Sheepdog Groenendael

ბელგიური მეცხვარე გრუნენდალი

ბელგიური მეცხვარე გრუნენდალი

16. კოლი

Collie

კოლი

კოლი

კეესჰონდი

Keeshond

კეესჰონდი

კეესჰონდი

17. გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

German Shorthaired Pointer

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

18. სწორბეწვიანი რეტრივერი

Flat Coated Retriever

სწორბეწვიანი რეტრივერი

სწორბეწვიანი რეტრივერი

ინგლისური კოკერ სპანიელი

English Cocker Spaniel 

ინგლისური კოკერ სპანიელი

ინგლისური კოკერ სპანიელი

სტანდარტული შნაუცერი

Standard Schnauzer

სტანდარტული შნაუცერი

სტანდარტული შნაუცერი

19. ბრეტანი

Brittany

ბრეტანი

ბრეტანი

20. კოკერ სპანიელი

Cocker Spaniel

კოკერ სპანიელი

კოკერ სპანიელი

21. ვეიმარანერი

Weimaraner

ვეიმარანერი

ვეიმარანერი

22. ბელგიური მეცხვარე მალინუა

Belgian Shepherd Dog Malinois

ბელგიური მეცხვარე მალინუა

ბელგიური მეცხვარე მალინუა

ბერნული მთის ძაღლი

Bernese Mountain Dog 

ბერნული მთის ძაღლი

ბერნული მთის ძაღლი

23. პომერანული შპიცი

Pomeranian Spitz

პომერანული შპიცი

პომერანული შპიცი

24. ირლანდიური წყლის სპანიელი

Irish Water Spaniel

ირლანდიური წყლის სპანიელი

ირლანდიური წყლის სპანიელი

25. ვიჟლა

Vizsla

ვიჟლა

ვიჟლა

26. უელსური კორგი კარდიგანი

Cardigan Welsh Corgi

უელსური კორგი კარდიგანი

უელსური კორგი კარდიგანი

ძაღლების მესამე კატეგორია:

  • ახალი ბრძანების გაგება: 15-დან 25-მდე გამეორებით.
  • ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 70 % და მეტ შემთხვევაში.

27. ჩესაპიკური რეტრივერი

Chesapeake Bay Retriever

ჩესაპიკური რეტრივერი

ჩესაპიკური რეტრივერი

პული

Puli

პული

პული

იორქშირული ტერიერი

Yorkshire Terrier

იორკშირული ტერიერი

იორქშირული ტერიერი

28. გიგანტური შნაუცერი

Giant Schnauzer

გიგანტური შნაუცერი

გიგანტური შნაუცერი

29. ერდელტერიერი

Airedale Terrier

ერდელტერიერი

ერდელტერიერი

ბუვიე დე ფლანდრი

Bouvier des Flandres 

ბუვიე დე ფლანდრი

ბუვიე დე ფლანდრი

30. ბორდერ ტერიერი

Border Terrier

ბორდერ ტერიერი

ბორდერ ტერიერი

ბრიარდი

Briard

ბრიარდი

ბრიარდი

31. უელსური სპრინგერ სპანიელი

Welsh Springer Spaniel

უელსური სპრინგერ სპანიელი

უელსური სპრინგერ სპანიელი

32. მანჩესტერული ტერიერი

Manchester Terrier

მანჩესტერული ტერიერი

მანჩესტერული ტერიერი

33. სამოედი

Samoyed

სამოედი

სამოედი

34. მინდვრის (ფილდ) სპანიელი

Field Spaniel

მინდვრის სპანიელი

მინდვრის სპანიელი

ნიუფაუნდლენდი

 Newfoundland

ნიუფაუნდლენდი

ნიუფაუნდლენდი

ავსტრალიური ტერიერი

Australian Terrier

ავსტრალიური ტერიერი

ავსტრალიური ტერიერი

ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი

American Staffordshire Terrier

ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი

ამერიკული სტაფორდშირული ტერიერი

გორდონ სეტერი

Gordon Setter

გორდონ სეტერი

გორდონ სეტერი

წვეროსანი კოლი

Bearded Collie

წვეროსანი კოლი

წვეროსანი კოლი

35. კერნ-ტერიერი

Cairn Terrier

კერნ-ტერიერი

კერნ-ტერიერი

კერი ბლუ ტერიერი

Kerry Blue Terrier

კერი ბლუ ტერიერი

კერი ბლუ ტერიერი

ირლანდიური სეტერი

Irish Setter

ირლანდიური სეტერი

ირლანდიური სეტერი

36. ნორვეგიული ელკჰაუნდი

Norwegian Elkhound

ნორვეგიული ელკჰაუნდი

ნორვეგიული ელკჰაუნდი

37. აფენპინჩერი

Affenpinscher

აფენპინჩერი

აფენპინჩერი

ავსტრალიური სილკი-ტერიერი

Australian Silky Terrier

ავსტრალიური სილქი ტერიერი

ავსტრალიური სილკი-ტერიერი

მინიატურული პინჩერი

Miniature Pinscher

მინიატურული პინჩერი

მინიატურული პინჩერი

ინგლისური სეტერი

English Setter

ინგლისური სეტერი

ინგლისური სეტერი

ფარაონის ძაღლი

Pharaoh Hound

ფარაონის ძაღლი

ფარაონის ძაღლი

ქლამბერ-სპანიელი

Clumber Spaniel

ქლამბერ-სპანიელი

ქლამბერ-სპანიელი

38. ნორიჯ-ტერიერი

Norwich Terrier

ნორიჯ-ტერიერი

ნორიჯ-ტერიერი

39. დალმაციელი (დალმატინელი) 

Dalmatian

დალმაციელი (დალმატინელი)

დალმაციელი (დალმატინელი)

ძაღლების მეოთხე კატეგორია:

  • ახალი ბრძანების გაგება: 25-დან 40-მდე გამეორებით.
  • ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 50 % და მეტ შემთხვევაში.

40. რბილბეწვიანი ხორბლისფერი ტერიერი

Soft-coated Wheaten Terrier

რბილბეწვიანი ხორბლისფერი ტერიერი

რბილბეწვიანი ხორბლისფერი ტერიერი

ბედლინგტონ ტერიერი

Bedlington Terrier

ბედლინგტონ ტერიერი

ბედლინგტონ ტერიერი

ფოქსტერიერი (რბილბეწვიანი)

Fox Terrier (Smooth)

ფოქსტერიერი (რბილბეწვიანი)

ფოქსტერიერი (რბილბეწვიანი)

41. ხუჭუჭბეწვიანი რეტრივერი

Curly Coated Retriever 

ხუჭუჭბეწვიანი რეტრივერი

ხუჭუჭბეწვიანი რეტრივერი

ირლანდიური ვულფჰაუნდი

Irish Wolfhound

ირლანდიური ვულფჰაუნდი

ირლანდიური ვულფჰაუნდი

42. კუვასი

Kuvasz

კუვასი

კუვასი

ავსტრალიური მეცხვარული ძაღლი

Australian Shepherd

ავსტრალიური მეცხვარული ძაღლი

ავსტრალიური მეცხვარული ძაღლი

43. სალუკი

Saluki

სალუკი

სალუკი

ფინური შპიცი

Finnish Spitz

ფინური შპიცი

ფინური შპიცი

პოინტერი

Pointer

პოინტერი

პოინტერი

44. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

Cavalier King Charles Spaniel

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი

გერმანული უხეშბეწვიანი პოინტერი

German Wirehaired Pointer

გერმანული უხეშბეწვიანი პოინტერი

გერმანული უხეშბეწვიანი პოინტერი

შავ-ყავისფერი კუნჰაუნდი

Black and Tan Coonhound

შავ-ყავისფერი კუნჰაუნდი

შავ-ყავისფერი კუნჰაუნდი

ამერიკული წყლის სპანიელი

American Water Spaniel

ამერიკული წყლის სპანიელი

ამერიკული წყლის სპანიელი

45. ციმბირული ჰასკი

Siberian Husky

ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკი

ბიშონ ფრიზე

Bichon Frise

ბიშონ ფრიზე

ბიშონ ფრიზე

კინგ ჩარლზ სპანიელი (იგივე ინგლისური თოი სპანიელი)

King Charles Spaniel (Same as English Toy Spaniel)

კინგ ჩარლზ სპანიელი (იგივე ინგლისური თოი სპანიელი)

კინგ ჩარლზ სპანიელი (იგივე ინგლისური თოი სპანიელი)

46. ტიბეტური სპანიელი

Tibetan Spaniel

ტიბეტური სპანიელი

ტიბეტური სპანიელი

ინგლისური ფოქსჰაუნდი

English Foxhound

ინგლისური ფოქსჰაუნდი

ინგლისური ფოქსჰაუნდი

ოტერჰაუნდი

Otterhound

ოტერჰაუნდი

ოტერჰაუნდი

ამერიკული ფოქსჰაუნდი

American Foxhound

ამერიკული ფოქსჰაუნდი

ამერიკული ფოქსჰაუნდი

გრეიჰაუნდი

Greyhound

გრეიჰაუნდი

გრეიჰაუნდი

უხეშბეწვიანი პოინტინგ გრიფონი

Wirehaired Pointing Griffon

უხეშბეწვიანი პოინტინგ გრიფონი

უხეშბეწვიანი პოინტინგ გრიფონი

47. ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი

West Highland White Terrier

ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი

ვესტ ჰაილანდური თეთრი ტერიერი

შოტლანდიური დიარჰაუნდი

Scottish Deerhound

შოტლანდიური დიარჰაუნდი

შოტლანდიური დიარჰაუნდი

48. ბოქსიორი

Boxer

 ბოქსიორი

ბოქსიორი

გერმანული დოგი

Great Dane

გერმანული დოგი

გერმანული დოგი

49. ტაქსა

Dachshund

ტაქსა

ტაქსა

სტაფორდშირული ბულტერიერი (სტაფი)

Staffordshire Bull Terrier (Staffie)

სტაფორდშირული ბულტერიერი

სტაფორდშირული ბულტერიერი

50. ალასკური მალამუტი

Alaskan Malamute

ალასკური მალამუტი

ალასკური მალამუტი

51. უიპეტი

Whippet

უიპეტი

უიპეტი

ჩინური შარ-პეი

Chinese Shar Pei

ჩინური შარპეი

ჩინური შარ-პეი

უხეშბეწვიანი ფოქსტერიერი

Wire Fox Terrier

უხეშბეწვიანი ფოქსტერიერი

უხეშბეწვიანი ფოქსტერიერი

52. როდეზიული რიჯბეკი

Rhodesian Ridgeback

როდეზიული რიჯბეკი

როდეზიული რიჯბეკი

53. იბიცური მწევარი

Ibizan Hound

იბიცური მწევარი

იბიცური მწევარი

უელსური ტერიერი

Welsh Terrier

უელსური ტერიერი

უელსური ტერიერი

ირლანდიური ტერიერი

Irish Terrier

ირლანდიური ტერიერი

ირლანდიური ტერიერი

54. ბოსტონ ტერიერი

Boston Terrier

ბოსტონ ტერიერი

ბოსტონ ტერიერი

აკიტა

Akita

აკიტა

აკიტა

ძაღლების მეხუთე კატეგორია:

  • ახალი ბრძანების გაგება: 40-დან 80-მდე გამეორებით.
  • ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 30 % და მეტ შემთხვევაში.

55. სკაი ტერიერი

Skye Terrier

სკაი ტერიერი

სკაი ტერიერი

56. ნორფოლკ ტერიერი

Norfolk Terrier

ნორფოლკ ტერიერი

ნორფოლკ ტერიერი

სილიემ ტერიერი

Sealyham Terrier

სილიემ ტერიერი

სილიემ ტერიერი

57. მოპსი

Pug

მოპსი

მოპსი

58. ფრანგული ბულდოგი

French Bulldog

ფრანგული ბულდოგი

ფრანგული ბულდოგი

59. ბრიუსელის გრიფონი

Griffon Bruxellois (Brussels Griffon)

ბრიუსელის გრიფონი

ბრიუსელის გრიფონი

მალტესი

Maltese

მალტესი

მალტესი

60. იტალიური გრეიჰაუნდი

Italian Greyhound

იტალიური გრეიჰაუნდი

იტალიური გრეიჰაუნდი

61. ჩინური ქოჩორა ძაღლი

Chinese Crested

ჩინური ქოჩორა ძაღლი

ჩინური ქოჩორა ძაღლი

62. დენდი დინმონ ტერიერი

Dandie Dinmont Terrier

დენდი დინმონ ტერიერი

დენდი დინმონ ტერიერი

პატარა ვანდეური ბასეტ გრიფონი

Petit Basset Griffon Vendéen

პატარა ვანდეური ბასეტ გრიფონი

პატარა ვანდეური ბასეტ გრიფონი

ტიბეტური ტერიერი

Tibetan Terrier

ტიბეტური ტერიერი

ტიბეტური ტერიერი

იაპონური ხინი

Japanese Chin

იაპონური ხინი

იაპონური ხინი

ლეიკლენდ ტერიერი

Lakeland Terrier

ლეიკლენდ ტერიერი

ლეიკლენდ ტერიერი

63. ძველინგლისური მეცხვარული ძაღლი

Old English Sheepdog

ძველინგლისური მეცხვარული ძაღლი

ძველინგლისური მეცხვარული ძაღლი

64. დიდი პირენეელი

Great Pyrenees

დიდი პირენეელი

დიდი პირენეელი

65. შოტლანდიური ტერიერი

Scottish Terrier

შოტლანდიური ტერიერი

შოტლანდიური ტერიერი

სენბერნარი

Saint Bernard

სენბერნარი

სენბერნარი

66. ბულტერიერი

Bull Terrier

ბულტერიერი

ბულტერიერი

67. ჩიხუახუა

Chihuahua

ჩიხუახუა

ჩიხუახუა

68. ლასა აპსო

Lhasa Apso

ლასა აპსო

ლასა აპსო

69. ბულმასტიფი

Bullmastiff

ბულმასტიფი

ბულმასტიფი

ძაღლების მეექვსე და ბოლო კატეგორია:

70. ში ცუ

Shih-Tsu

ში ცუ

ში ცუ

71. ბასეტ ჰაუნდი

Basset Hound

ბასეტ ჰაუნდი

ბასეტ ჰაუნდი

72. მასტიფი

Mastiff

მასტიფი

მასტიფი

ბიგლი

Beagle

ბიგლი

ბიგლი

73. პეკინესი

Pekingese

პეკინესი

პეკინესი

74. ბლადჰაუნდი

Bloodhound

ბლადჰაუნდი

ბლადჰაუნდი

75. ბორზოი

Borzoi

ბორზოი

ბორზოი

76. ჩაუ ჩაუ

Chow Chow

ჩაუ ჩაუ

ჩაუ ჩაუ

77. ბულდოგი

Bulldog

ბულდოგი

ბულდოგი

78. ბასენჯი

Basenji

ბასენჯი

ბასენჯი

79. ავღანური მწევარი

Afghan Hound

 ავღანური მწევარი

ავღანური მწევარი

პოსტის დასასრული ! 🙂

წყარო:                   ვიკიპედია 

გამოკითხვა